mTaTa formebi - zegani

 

დედამიწის ზედაპირის რელიეფის დადებითი ფორმა; მთიანი რელიეფის ვრცელი უბანი, ძირითადად წარმოდგენილი მოსწორებული ან ტალღოვანი წყალგამყოფებით. ზეგანი ზოგან ღრმა, ვიწრო ხეობებითაა ჩაჭრილი. ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით იყოფა დაბალ (1000 მეტრამდე) და მაღალ ზეგნებად. აბსოლუტური სიმაღლე 700–1500 მ და მეტი. ზეგნის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს რელიეფის ამაღლებული ფორმა – პლატო. გეოლოგიური სტრუქტურა რთულია. ზეგნის წარმოშობაში განარჩევენ სამ (ან უფრო მეტ) ეტაპს:

მთათწარმოშობის ეტაპი;
დენუდაციური პლანაციის ეტაპი;
მთათა დადაბლება

ხშირად ზეგანი ერწყმის უფრო მსხვილ ოროგრაფიულ ერთეულს, როგორიცაა მაგალითად მთიანეთი. ზოგჯერ ზეგანს უწოდებენ მაღლა აწეულ პლატოს.

საქართველოში ცნობილია მაგ.: ივრის ზეგანი.